კომპანიის შესახებ

„გარდი“ არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული  ქართული კოპმანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2016 წლიდან. კომპანია 100% ქართული კაპიტალითაა დაარსებული და ბაზარზე ქარხნული სტილით შექმნილი ლითონის კარებების წარმოების პიონერია. კომპანიის შექმნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ რაც გავაცნობიერეთ, რომ ქართულ ბაზარზე წამოებული კარებების უმრავლესობა კუსტარულადაა დამზადებული რამაც განაპირობა არსებული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტირებული პროდუქციით ჩანაცვლება. კომპანიის მიზანს პირველივე დღიდან წარმოადგენდა ხარისხიანი ქართული პროდუქციის შექმნა რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა იმპორტირებულ ანალოგებს და ნაწილობრივ ჩაანაცვლებდა მათ ქართულ ბაზარზე. თამამად შეიძლება ითქვას რომ „გარდი“ მყარად დგას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და მუდმივად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

 „გარდის“ საწარმო აღჭურვილია ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლეტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შესთავაზონ მომხმარებელს  გამორჩეული ხარისხის ლითონის კარები და მათი რეალიზაციის თანმდევი სერვისები. „გარდის“ მიერ წარმოებულ კარებებს არ ყავს ადგილობრივი ანალოგი და იმპორტირებული საქონლის ღირსეული კონკურენტია, როგორც ხარისხით ასევე ფასით. კომპანიამ ოპერირების მოკლე ვადაში შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და დღესდღეობით „გარდის“ ხარისხს ენდობა ათეულობით კორპორატიული კლიენტი და ასობით კერძო მომხმარებელი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთლით რომ ვიმყოფებით ჩვენი განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზე და მუდმივად ვზრუნავთ როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ასევე საწარმოს პროფილის გაფართოებაზე, რაც გულისხმობს მეტ არჩევანს ჩვენი მომხმარებლებისავის და მომხმარებელზე მორგებული სერვისების მიწოდებას.

ჩვენი გუნდი ამაყობს იმით რომ ქმნის ქართულ პროდუქციას და შეაქვს თავისი წვლილი არა მხოლოდ კომპანიის განვითარებაში არამედ ეროვნულიწარმოების პოპულარიზაციაში.

დამზადებულია საქართველოში

Info@gardi.ge

+995 598 416 063

32(2) 24 24 600

გ. ლორთქიფანიძის N42